პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა

13.02.23 20:57
პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა

პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა. საკურორტო ქალაქში ამ დრომდე ადგენენ, როგორ აღმოჩნდა საქართველოში საზღვაო ნაღმი, რომელიც  სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ მისი ხმა, თითქმის მთელმა ქალაქმა გაიგო. არსებობს რუსეთის მოქალაქის მიერ  გადაღებული ერთი კადრი სადაც ჩანს, ნაღმი ზღვაში. ქალი რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო ყვება, რომ საკუთარი თვალით დაინახა  თუ როგორი ძლიერი იყო აფეთქება. 

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ  კრიმინალისტები, მაშველები და კრიმინალური  პოლიცია.   დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფეთქება კომპანია "ალიანსის" ცათამბჯენების მოპირდაპირედ მოხდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს მრგვალი მეტალის მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა.