ერთი ტყვია გულში - სუსის მაღალჩინოსნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

13.02.23 20:44
ერთი ტყვია გულში - სუსის მაღალჩინოსნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ერთი ტყვია გულში - სუს-ის მაღალჩინოსნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა მოხდა ჩაქვის გზაზე. გენადი სურმანიძის ცხედარი სამართლადამცველებმა მის ავტომობილში ოპოვეს. სხვა დაზიანებები არც სხეულზე და არც ავტომობილზე არ აღინიშნება. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში. 

 უსაფრთხოების სამსახურის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი სტაჟიანი ძალოვანი იყო. მისი  ახლობლები  თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან ამბობენ, რომ ამის მიზეზი გენადი სურმანიძეს არ ქონდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ ბურუსით მოცულ საქმეში.  ავტომობილი, სადაც სურმანიძის ცხედარი ნახეს ჩაქვის გზაზე ისეთ ადგილას იყო გაჩერებული, რომ  არც ერთი სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში არ მოქცეულიყო.

ყველა დეტალი, მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტში