სინოდი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ განიხილავს

14.02.23 11:22
სინოდი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ განიხილავს

ორწლიანი პაუზის შემდეგ, წმინდა სინოდი ძველ მისამართზე შეიკრიბა - საპატრიარქოში მაღალი იერარქები ავტომობილებით შედიან. ეპისკოპოსები მედიასთან არ გაჩერებულან. ერთადერთი, ვინც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ეს მამა ანდრია ჯაღმაიძეა. 

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დიდი ალბათობით, სინოდზე მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ განიხილევენ.  დღეს არ იმსჯელებენ ასევე უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხთან დაკავშირებითაც.

სავარაუდოდ, განხილვის ცენტრალური თემა გელათის სამონასტრო კონპლექსში განვითარებული მოვლენები იქნება. 

დიდი ალბათობით, დღესვს იმსჯელებენ მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან ჩამოშორების საკითხზეც:

როგორც წესი, საკითხები ცნობილი ხდება სინოდის სხდომაზე... აქამდე ვერ მოხერხდა ჩატარება, უნდა ყოფილიყო.

სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობასთან დაკავშირებით (გასცემს თუ არა სინოდი რეკომენდაციას)  საუბარი არ ყოფილა, არა მგონია ამ თემაზე იყოს საუბარი, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის. პატრიარქი გამოიტანს საკითხებს, წინასწარ ვერ ვიტყვით"- თქვა მან. 

ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი სონოდის დაწყებემდე "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 

მეუფე ამბობს, რომ დღევანდელ სინოდის სხდომაზე მესამე პრეზიდენტის საკითხზე არ იმსჯელებენ. სასულიერო პირს მამა გიორგი მამალაძის მაგალითი მოჰყავს, როცა მაღალმა იერარქებმა პრეზიდენტს მისი შეწყალება სთხოვეს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა. 

ვიცი, რომ საკითხები არავის ეცოდინება, რადგან გვაქვს შეთანხმება პატრიარქთან, რომ საკითხებს ყველანი ვგებულობთ სინოდის სხდომაზე. სააკაშვილის საკითხს არ დააყენებენ არავითარ შემთხვევაში, რადგან უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული, ჩვენ ერთხელ დავაყენეთ საკითხი მამალაძის შესახებ, მთელმა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს, რომელმაც ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა და ახლა თამაში ხომ არ არის ეს, სინოდის გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ თუ გვეცოდინება, რომ შედეგი იქნება ყველაფერს გავაკეთებთ, თუ არ გვეცოდინებრა აზრი აქვს. საკითხები არავინ იცის, შესაძლებელია, ყველაფერზე ვიმსჯელოთ, შეიძლება მაგდაგვარზე არ ვიმსჯელოთ. როგორც კი დამთავრდება სინოდის სხდომა ყველაფერი გვეცოდინება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.