მოკლა, ორმოში ჩააგდო, 25 000 $ წაიღო და ადგილი გარდაცვლილის მანქანით დატოვა - ხობში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები
"ტვ პირველმა" ხობში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - საქმის მასალების მიხედვით, 45 წლის ხათუნა ლაზარია, საკუთარმა ბიზნესპარტნიორმა მოკლა.
პოლიციამ უმძიმესი ბრალდებით, 30 წლის ზანდა უბილავა უკვე დააკავა. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენა, ცხდარი გზაზე დააგდო და ტერიტორია მოკლულის მანქანით დტოვა.
ირკვევა, რომ ავტომობილიდან გაუჩინარებულია ხათუნა ლაზრაიას კუთვნილი 25 000 ამერიკული დოლარი. სავარაუდოდ, ის მკვლელობაში ბრალდებულმა თან წაიღო.
ფული მოჰქონდა, ფიცრები დაჰქონდა და აბარებდა - 25 000 ლარი მოჰქონდა, ვიღაც ქალი დახვდა მეტი არაფერი ვიცი . ქვით გაუჩეჩქვაო თავი, დაზიანებული ჰქონდა თავი, საფეთქელი, ჩააგდო ორმოში, გაიტაცა მისი ჩანთა და ისე დაიჭირეს. ვალი არ ჰქონდა, რა ვალი. ჩემი ვალი ემართაო ამბობს, არადა არც იცნობდა", - აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.