რამდენად უსაფრთხოა საქართველოს ტერიტორიული წყლები - სპეციალისტები მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ

14.02.23 11:28
რამდენად უსაფრთხოა საქართველოს ტერიტორიული წყლები - სპეციალისტები მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ

როგორ აღმოჩნდა ბათუმში საზღვაო ნაღმი - გამოძიება ამ დრომდე ვერაფერს ამბობს. ვიდრე ოფიციალური უწყება მის წარმომავლობას არკვევს, ექსპერტები აცხადებენ, რომ ის რუსული წარმოების 172 კილოგრამიანი ნაღმია 20 კგ ტროტილის მუხტით. 

ახლა სპეციალისტების საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ შემოწმდეს საქართველოს ტერიტორიული წყლების აკვატორია, ხომ არ არის კიდევ სხვა ნაღმებიც, ვინაიდან ამის რისკი დიდია, რადგან რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყებამდე ოფიციალურად განაცხადა, რომ შავი ზღვის ტერიტორია ინაღმებოდა.  

საშიში არის ბუნებრივია. ჩვენ ვიცით, რომ შარშან რუსეთმა ოფიციალურად დანაღმა შავი ზღვის კავატორია და მან ამის შესახებ ოფიციალურადაც განაცხადა. უბრალოდ აქ საკუთარ ტერიტორიულ წყლებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, ბუნებრივია, ზღვა შტორიმის დროს სხვადასხვა მიამრთულებით გადააადგილებს ამ ნაღმებს. ხელისუფლებამ უნდა განაღმოს ეხლა საკუთარი ტერიტოირული წყლები, თუკი არსებობს ასეთი ნაღმები ჩვენს ტერიტორიაზე და ოფიციალურად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორია არის უსაფრთხო. ძალიან მძიმე დარტყმის მოტანა შეუძლია იქედან გამომდინარე, რომ არც ერთი კომპანია აღარ შემოვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად არ გააკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი ტერიტორიული წყლები არის სრულიად უსაფრთხო". - ამბობს ნიკო მიქაია. 

სამხედრო ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ ნაღმის აფეთქებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგი გამოეწვია, თუ სანაპიროზე ხალხი იქნებოდა, რადგან მათი თქმით, ნაღმის მოქმედების არეალი ასობით მეტრის რადიუსია.

ეს არის გემსაწინააღმდეგო წყლის ნაღმები, რამდენადაც დავაკვირდი მეორე მსოფლიო ომის ნიმუში არის. უკრაინა-რუსეთ კონფლიქტში ორივე მხარე იყენებს ამ ნაღმებს თავიანთი საზღვაო ეკვატორიების დასაცავად და როცა შტორმი ხდება, ხდება ამ ნაღმების მოწყვეტა აუზიდან და შემდეგ ისინი თავისუფალ დრეივში ეშვებიან და გამოირიყებიან ხან საქართველოს ხან ბულგარეთში, შავიზღვისპირეთის ქვეყნებში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, არც უკანასკნელი არ იქნება. ძალიან სახიფათოა თუ ეს აფეთქება ახლოს მოხდება, ვინმე წყალში იქნება, შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ამიტომ როცა დაინახავენ ასეთ ობიექტს აუცილებლად უნდა გაეცალონ", - ამბობს კობა ნაროუშვილი.

ჭურვი სანაპირო ზოლის მახლობლად გუშინ საღამოს აფეთქდა.