სისხლიანი ანგარიშსწორება ყვარელში - ერთი პირი დაკავებულია

06.05.21 18:42
სისხლიანი ანგარიშსწორება ყვარელში - ერთი პირი დაკავებულია

სისხლიანი დაპირისპირება ყვარელში - სამართალდამცველებმა  გუშინ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული, 1982 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას თავისი ნაცნობი - 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.  

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.