საქართველო თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართვლოს ხელისუფლებამ მილიონი ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებსა და სხვა საჭირობებს მოიაცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან განხორციელდა.