კორონაობა დამთავრებულია - შალვა ნათელაშვილი

06.05.21 19:36
კორონაობა დამთავრებულია - შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა კორონავირუსი დაამარცხა. შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას მალე დაუბრუნდება.

გიორგობა დღეს დავბრუნდი ოფისში. კორონაობა დამთავრებულია. წინ აუცილებლად დიდი გამარჯვებები გველოდება. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ვინც გამოხატეთ ასეთი დაუვიწყარი ყურადღება. უდიდეს მადლობას ვუხდი  საუნივერსიტეტო კლინიკას და  ბატონ ლევან რატიანს. ღმერთი დაგიფარავთ ყველას და სრულიად საქართველოს - წერს შალვა ნათელაშვილი.