სკოლის მოსწავლეების სისხლიანი გარჩევა ბათუმში - სად გააქრეს დაჭრილი?

06.05.21 20:09
სკოლის მოსწავლეების სისხლიანი გარჩევა ბათუმში - სად გააქრეს დაჭრილი?

სკოლის მოსწავლეების სისხლიანი გარჩევა ბათუმის ბიბლიოთეკასთან - "ტვ პირველმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ ბათუმის ცენტრში მოზარდის დაჭრას, წინ ჯგუფური ჩხუბი უძღოდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილს გაარიდეს, რომ ადგილზე მისულ პოლიციას დაშავებულები და თავდამსხმელები არ ენახა. 

"ტვ პირველს"  ბათუმში ინფორმირებული წყარო უყვება, რომ სკოლის დაშავებული მოსწავლე განზრახ არცერთ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, რომ სამართალდამცველებს თავდამსხმელების კვალზე გასვლა გაუჭირდეთ.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტში არასრულწლოვანებთან ერთად, სრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ. ამასთან, ადგილზე მყოფი ბათუმის მეორე განყოფილების უფროსი, ამბობს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. პოლიციის მაღალჩინოსანი უარყოფს, რომ საქმეში დანა ფიგურირებს. 

საპირისპიროს ამტკიცებს გამოძახებაზე მისული სასწრაფოს ექიმი. ის "პირველებთან" ამბობს, რომ 112-ში განხორციელებული ზარის ავტორი ცივ იარაღს ახსენებდა. 

ბათუმის ბიბლიოთეკასთან სისხლის კვალი ამ დრომდე შეინიშნება.