"კანონიერი ქურდების" საქმიდან გამქრალი მტკიცებულებები - სასამართლო სკანდალში ეხვევა

06.05.21 20:16
"კანონიერი ქურდების" საქმიდან გამქრალი მტკიცებულებები - სასამართლო სკანდალში ეხვევა

გლდანის ციხის მსჯავრდებული, ტარიელ დვალი, რომელსაც კანონიერ ქურდებთან კავშირს ედავებიან, მოსამართლეს პროკურატურის დავალებით მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს. მსჯავრდებულმა სკანდალური ინტერვიუ "პირველებს" მისცა. დვალს რუსეთში მყოფ ორ კანონიერ ქურდთან "მარტვილსკისთან" და "ხონსკისთან" კავშირში ადანაშაულებენ. დვალი კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ საქმე გაყალბებულია. ირკვევა,რომ სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც პროკურატურის ერთადერთი მოწმე ამბობდა, რომ ჩვენება ძალით მიაცემინეს, წაშლილია. 

არ მომცა სასამარღლომ საბუთი რა დროს ვარ მიყვანილი და ციხემ მომცა საბუთი. ქომში ისმის ჩემი ხმა ამ დროს მე ციხეზე ვარ, ამის საბუთიც მაქვს. არ არის საქმეში ოქმები და მე საიდან გავაჩინოო, არ იყო განაჩენის გამოცხადების ოქმი - ამბობს მსჯავრდებული.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა  ამ საქმის გაყალბებით დავალება შეასრულა და ე.წ. სასამართლო კლანში ადგილი დაიმკვიდრა. ხაჭაპურიძის თქმით, ასევე გაყალბებულია მსჯავრდებულის ხმის ჩანაწერი. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, საქმეში დევს დვალის ხმოვანი ჩვენება, რომელიც გაყალბებულია, რადგან მითითებულ დროს პატიმარი საკანში იმყოფებოდა.

მან ე.წ. კლანის ბიჭის სახელი დაიმკვიდრა, როგორც ჩანს სასამართლო სისტემაში თუ პროკურატურასთან, სხვანაირად ვერ ავხსნით, სისტემა იწყებს ავტომატურად ჩაწერას, ეს რომ გაანადგურო უნდა აიღო და გადააგდო", - ამბობს ხაჭაპურიძე.

სააპელაციო სასამართლომ ოქმის გაქრობა ტექნიკური ხარვეზით ახსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ამბობს, რომ ჩამწერი სისტემა სასამართლოში მისი ხელმძღვანელობით აეწყო და შემთხვევით ჩანაწერის გაქრობა შეუძლებელია.