მუქარა და ძალადობა ადვოკატის მიმართ - თბილისში უფლებადამცველი სცემეს

06.05.21 21:53
მუქარა და  ძალადობა ადვოკატის მიმართ - თბილისში უფლებადამცველი სცემეს

მუქარა და ფიზიკური ძალადობა ადვოკატის მიმართ - ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა უფლებადმცველს რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შემთხვევა, თბილისში მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა. დღეს კი საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორცილებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ,  ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა  და ფიზიკური ძალადობა   განახორციელა. 

სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (ადვოკატის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების დაზიანების მუქარა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან  დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითავასლისწინებს"- აცხადებენ შოთაძის უწყებაში. 

განცხადების თანახმად, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით  მიმართა, თუმცა სასამართლომ გ.ბ.-ს  გირაო 6 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.