განგაში შავი ზღვის სანაპიროზე - ბათუმში, სავარუდოდ, რუსული ნაღმი აფეთქდა
შავი ზღვის სანაპიროზე განგაშია გამოცხადებული. ბათუმში სპეციალური ბარიერები განთავსდება და ზღვასთან მიახლოება იზღუდება.
ბათუმის სანაპიროზე, სავარაუდოდ, რუსული ნაღმი აფეთქდა, რომელსაც გემების გასანადგურებლად იყენებენ. ჯერ კიდევ 2022 წელს შავი ზღვის ქვეყნებს უკრაინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ღუზიდან მოწყვეტილი ჭურვები თავისუფალ დრეიფში გადადიან და ნებისმიერ ნივთთან შეხება ძლიერ აფეთქებას იწვევს.
ბათუმის აფეთქების შემდეგ სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ დაიწყოს აკვატორიის შემოწმება. მოსახლეობასთან ერთად ეს ნაღმები საშიშროებას გემებისთვისაც წარმოადგენს.
ანალოგიური ნაღმები უკვე გააუვნებელყვეს რუმინეთში, თურქეთსა და ბულგარეთში. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკონტროლო ნაღმების არსებობამ კი შესაძლოა, ქართული პორტების კოლაფსი გამოიწვიოს.
უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს