ვანდალიზმი 300 ლარით დაჯარიმდება - მერიის ახალი კანონპროექტი

15.02.23 12:35
ვანდალიზმი 300 ლარით დაჯარიმდება - მერიის ახალი კანონპროექტი

ვანდალიზმი 300 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტი თბილისის მერიამ მოამზადა. კახა კალაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მერია პარლამენტს უახლოეს  დღეებში წარუდგენს.

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, - კახი კალაძე.

ირკვევა ისიც, რომ ვანდალური ქმედების ხელმეორედ ცაქდენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება.