უამინდობა საქართველოში - სად შეიზღუდა მოძრაობა (ჩამონათვალი)
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
- რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები
- საავტომობილო გზებზე განვლადობის მაქსიმალურად შენარჩუნებისა და საავტომობილო გზებზე გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდით სამუშაოებსა და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრას მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, ჯამში 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე
- დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 252-ე კმ-ზე, სამტრედიის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მძღოლმა არასწორი მანევრი გააკეთა და მოცურდა, რის გამოც აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, შესაბამისად მხოლოდ შემთხვევის ადგილთან შეფერხდა გაწმენდითი სამუშაოებიც
- რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს"- წერია განცხადებაში.