პატიმრობა რუსეთის შეურაცხყოფისთვის - ცოტნე ჯაფარიძე რუსულენოვან მოქალაქეებთან კამათის გამო შესაძლოა, ციხეში მოხვდეს

15.02.23 20:53
პატიმრობა რუსეთის შეურაცხყოფისთვის - ცოტნე ჯაფარიძე რუსულენოვან მოქალაქეებთან კამათის გამო შესაძლოა, ციხეში მოხვდეს

პატიმრობა რუსეთის შეურაცხყოფისთვის. ცოტნე ჯაფარიძე რუსულენოვან მოქალაქეებთან კამათის გამო შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს.  პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მას ხულიგნობასა და დამორჩილებლობაში სდებენ ბრალს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჯაფარიძემ  რუს ტურისტებთან  რუსულად საუბარზე უარი თქვა და მათ მოუწოდა ინგლისურად ესაუბრათ მასთან.  ეს კი ტურისტებს არ ესიამოვნათ და კამათი კონფლიქტში გადაიზარდა. 

დაპირისპირებაში  მალე სამთო პატრული ჩაერთო და ქართველ აქტივისტს ბრალიც წაუყენეს. თუმცა გუდაურში მომხდარი ინციდენტის  საქმეში დაზარალებული არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კონფლიქტში მონაწილე რუსეთის მოქლაქეები არც კი გამოკითხა. ბრალდების მხარე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით შემოიფარგლა, რომლებმაც  სამოქალაქო  აქტივისტი ხულიგნობაში ამხილეს.

დეტალები იხილეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები