რეგიონებშიც ჩავალთ, ყველასთან მივალთ, მალე მივაღწევთ, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს - ეკა მიშველაძე

16.02.23 13:30
რეგიონებშიც ჩავალთ, ყველასთან მივალთ, მალე მივაღწევთ, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს - ეკა მიშველაძე

გვარამიას მეგობრები მედიიდან პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, ჩავლენ რეგიონებში, შეხვდებიან ყველას, რათა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა რაც შეიძლება მალე დატოვოს ციხე.

"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია პროცესებს და ყველაფერს აკლია ირგვლივ.

ნიკა გვარამია არის უკანონო პატიმარი. ნიკა გვარამია ციხეში ზის აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით. ძალიან მალე მივაღწევთ იმას, რომ ნიკა, ჩვენი მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან გვაკლია, ძალიან გვჭირდება, რომელიც მართლაც რომ ადუღებდა ყველაფერს მედიაში და პროცესებში, ნიკა მალე იქნება ჩვენს გვერდით. რეგიონებშიც მივალთ, ყველასთან, ეთერებშიც იქნება ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი. იქნება დიდი, გაერთიანებული ეთერები და როგორც ყოველთვის, პროცესი უნდა დაიძრას იმ წერტილიდან და უნდა იყოს ძალიან მოძრავი", - ამბობს ეკა მიშველაძე.

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნებულია. "მთავარი არხის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ახალ მოძრაობას საფუძველი რუსთავში  იმ საპატიმროსთან ჩაუყარეს, სადაც სასჯელს ნიკა გვარამია იხდის. 

მსგავსი სიახლეები