შსს-მ სოფელ ზარდიანათკარის სამი მცხოვრები დააკავა

05.03.21 19:20
შსს-მ  სოფელ ზარდიანათკარის სამი მცხოვრები  დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დიდი რაოდენობით კონტრაბადული სიგარეტის ცხინვალიდან შემოტანის ბრალდებით კონფლიქტის პირა სოფელ ზარდიანათკარის 3 მცხოვრები დააკავა.  პოლიცია ამტკიცებს,  რომ ტყეში უაქციზო სიგარატების სამალავი აღმოჩინეს.    მომხდარის სხვა ვერსია აქვთ  დაკავებულის ოჯახის წევრებს.  ისინი  ამბობენ,  რომ კონტაბანდული სქემის უკან სამართალდამცველები დგანან,  დაკავებულებმა კი სიგარეტის სამალავს შემთხვევი მიაგნეს, რის შემდეგაც პოლიცელებმა  მოწმეები მოიშორეს და მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს.