დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 27 თებერვალს გაიმართება
ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ 27 თებერვლამდე გადადო.
ადვოკატების არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიას სიტყვით ბრალდების მხარე მიმართავდა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ დავით კეზერაშვილის ადვოკატები გადაწყვეტილების რევიზიას ახდენენ და მიაჩნიათ, რომ რიგი ფაქტები უკვე დადასტურებულია და გადამოწმებას არ საჭიროებს.
საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 27 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ცნობილია, რომ მათ დაცვის მხარე წვრთნების ამსახველ ვიდეო მასალებს წარადგენს.
ექს-მინისტრს თავდაცვის სამინისტრო უჩივის და დავით კეზერაშვილისგან ზარალის ანაზღაურებას 5 მილიონ ევროს ითხოვს. თუ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, არ არის გამორიცხული, დაყადაღდეს "ფორმულას" ანგარიშები, რადგან სწორედ "ფორმულაა" ერთდერთი ბიზნესი, რომელსაც საქართველოში დავით კეზერაშვილი ფლობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება 2022 წლის 29 მარტს დააკისრა.
შოთაძის უწყება დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებაედავება.