"გადავიმტვრევთ, დავჭრით მუხლებშიო"- LGBTQ აქტივისტს აედევნენ და მოკვლით დაემუქრნენ
LGBTQ აქტივისტს, ლუკა აბლოთიას ავტობუსში მოკვლით დაემუქრნენ. მისი თქმით, მასა და მის მეგობარსორი ადამიანი ადევნა თუმცა, თავს გაქცევით უშველეს, კოეპუსებში დაიმალნენ და პოლიცია გამოიძახეს.
მივხვდი რომ ცუდი სცენარი აგორდებოდა და უკან გადავედი მეგობართან ერთად და იგინებოდნენ. მერე მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს, შენ ხო ის ხარ ლუკა მეთქი კითქო აზრი არქონდა დამალვას. მერე კარგი გაჩვენებ მაგასაცო და თავი დამიქნიეს. ტიპები პირჯვრებს იწერდნენ და სანამ ჩემს ფეიჯებს ათვალიერებდნენ გაჩერებასთან მდე და ჩემმა მეგობარმა ეგრევე ჩამოვხტით. ავტობუსი გაჩერებიდან რამოდენიმე მეტრში ისევ გაჩერდა და ჩვენ რომელიღაცა კორპუსს შევაფარეთ თავი. უკვე ეს არაერთი შემთხვევაა რაც ადგილი აქვს ჩემს დევნას როგორც ქვიარ ადამიანს და აქტივისტს. ეს არის საშინელი ბრძოლა რაც ყველას ჩვენგანს გვიჯდება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც" - წერს სოციალურ ქსელში ლგბტ აქტივისტი.
ლუკა აბლოთია ამბობს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ იმგზავრებს.