კაცს, რომელმაც ცოლს ავტობუსში ყელი გამოჭრა, ფსიქიატრიულში გადაიყვანენ

17.02.23 10:48
კაცს, რომელმაც ცოლს ავტობუსში ყელი გამოჭრა, ფსიქიატრიულში გადაიყვანენ

კაცი, რომელმაც ავტობუსში საკუთარი ცოლი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა, მოსამართლემ 20 წელი მიუსაჯა.

როინ მებონიას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ, როდესაც შერაცხადი გახდება ციხეში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

"ვერ ვხვდები რა ხდება" - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც დღეს 40 წლამდე კაცმა განსასჯელის სკამიდან წარმოთქვა.

გარდაცვლილი ქალის, სოფო კვარაცხელიას ოჯახი უმაღელს სასჯელს, უვადო პატიმრობას და მებონიას ციხეში გაშვებას მოითხოვდა.

მძიმე დანაშაულში მხილებული მებონიას ადვოკატი და ოჯახი კი უკვე თვეებია ამტკიცებს, რომ როცა 40 წლამდე კაცმა საკუთარ ცოლს ყელი გამოჭრა, აფექტურ მდგომარეობაში იყო და არაფერი ახსოვს.

გამოძიების ინფორმაციით, გასული წლის მაისში როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები ავტობუსში მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები