ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წელი მიესაჯა - დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

17.02.23 11:17
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წელი მიესაჯა - დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

კაცი, რომელმაც ავტობუსში საკუთარი ცოლი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა, მოსამართლემ 20 წელი მიუსაჯა. 

როინ მებონიას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ, როდესაც შერაცხადი გახდება ციხეში. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მებონიას დედამ სხდომათა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.

დაცვის მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ მისაღები აღმოჩნდა. მებონიას ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლეს საერთოდ უნდა შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის წინააღმდეგ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება და ახალი საექსპერტო დასკვნები დაიდება

უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. გასაჩივრდება აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელახალი ექსპერტიზით გადამოწმდება მისი ჯანმრთელობა", - ამბობს ადვოკატი.

გარდაცვლილი ქალის, სოფო კვარაცხელიას ოჯახი უმაღელს სასჯელს, უვადო პატიმრობას და მებონიას ციხეში გაშვებას მოითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები ავტობუსში მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები