საინტერესოა, რას გვეტყვის პრეზიდენტი არგუმენტად, თუ ის არ ათავისუფლებს ნიკა გვარამიას - ბაჩანა შენგელია
ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
დაპატიმრებული მედია მენეჯერის ციხიდან გამოშვების ყველაზე რეალურ გზად ინტელექტუალებსაც და ჟურნალისტებსაც სალომე ზურაბიშვილთან ერთი-ერთზე საუბარი ესახებათ.
ამ მოთხოვნით ორბლენიანების სასახლეში წერილიც შევა.
ია კრძაიას ვაჟის, იურისტიბაჩანა შენგელიასთვის საინტერესოა, რას იტყვის პრეზიდენტი არგუმენტად, თუ ის არ ათავისუფლებს ნიკა გვარამიას
"პრეზიდენტს აქვს ყველაზე მარტივი ბერკეტი ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. ეს არის შეწყალება. შესაბამისად, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, შეგვიძლია შევხდეთ კიდევაც, სადაც ვიქნებით არგუმენტებით. ასევე ძალიან საინტერესო იქნება, თუ რას გვეტყვის არგუმენტად ის, თუ არ ათავსიუფლებს ნიკა გვარამიას", - ამბობს ბაჩანა შენგელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტვ პირველზე" გაერთიანებული ეთერი შედგა, სადაც ინტელექტუალები და მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.