"ოცნებას" ღიად მივყავართ რუსეთისკენ - ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობის წევრები

17.02.23 11:55
"ოცნებას" ღიად მივყავართ რუსეთისკენ - ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობის წევრები

ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ "ოცნებას" ღიად მივყავართ რუსეთისკენ.

"მთავარის" ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" სურს საქართველოში შექმნას ისეთი საზოგადოება, როგორიც რუსეთშია, სადაც ადამიანის თავისუფლებას, მის სიცოცხლის არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

"ქართულ ოცნებას" ღიად მივყავართ რუსეთისკენ. "ოცნებას" სურს საქართველოში შექმნას ისეთი საზოგადოება, როგორიც არის ახლა რუსეთში, სადაც ადამიანის თავისუფლებას, მის სიცოცხლის არანაირი ღირებულება არ გააჩნია, სადაც ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი და განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მქონე ადამიანებს დევნიან", - ამბობს პაატა იაკობაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტვ პირველზე" გაერთიანებული ეთერი შედგა, სადაც ინტელექტუალები და მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მანამდე კი, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის მძრაობამ ქვეყანაში სტარტი რუსთავის ციხიდან აიღო. "იქნება წნეხი ხელისუფლების ყველა შტოზე იქამდე, ვიდრე საბოლოო მიზანი არ შესრულდება- გვარამია უნდა  გათავისუფლდეს" - ამბობენ საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული "მთავარი არხის" დირექტორის მეგობრები "რა, სად, როდიდან" და მეგობრები ტელევიზიებიდან.

მსგავსი სიახლეები