არ შევჩერდები, პირობა დავდე სოფოსთან - ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი მოსამართლის განაჩენის წინააღმდეგ

17.02.23 13:30
არ შევჩერდები, პირობა დავდე სოფოსთან - ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი მოსამართლის განაჩენის წინააღმდეგ

ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი მოსამართლის განაჩენის წინააღმდეგ - სოფო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ უსამართლოა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლის მკველობაში ბრალდებულის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაშვება, რადგან ისტორია ბრალდებულის შეურაცხადობაზე გამოგონილია და ის ციხეში სამუდამოდ უნდა წავიდეს. 

მოსამართლის ვერდიქტს ოჯახი გაასაჩივრებს. სოფო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ ბოლომდე იბრძლებს, რათა სხვა ქალების უფლებები დაიცვას და მსგავსი პრეცედეტი აღარ მოხდეს.

როგორ შეიძლება ადამიანი იყოს შეურაცხადი, თუ ის კლავს ცოლს და შვილს, რომელიც იგეირებს მამას, მისთვის ხომ სულერთია, შეურაცხადისთვის ცოლია, შვილია. ცოლი რომ მოკლა და შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. ადვოკატმა გამცეს ამაზე პასუხი. არავინ არ მითხრას, რომ ეს არ იყო დაგეგმილი. იმ ღამეს, როცა მე მათთან სტუმრად ვიყავი, ძალიან ჩუმად იყო, რაც არ ჩვეოდა. 24 საათი ფეხზე იდგა და ძაან მხიარული იყო. იმ ღამეს სიტყვა არ ამოუღია. დედამისსაც შეეკითეთ, თუ ეს კითხვა არ დამისვამს, რატოა ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაეხარდათქო? აი, ძალიან ეჭვებს რომ ბადებდა, ისე ჩუმად იყო. ეს უნდა დაესაჯათ ისე სამაგალითოდ, რომ მეორეს და მესამეს ეს ვეღარ გაებედა. ამიტომ არ შევჩერდები, მე ბრძოლას ვაგრძელებ. პირობა დავდე სოფოსთან, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სხვა ქალების უფლებები იქნას დაცული“, - ამბობს მოკლულის დედა. 

დღეს დილით 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა სასამრთლომ 20 წლით პატუმრობა მიუსჯა, თუმცა თავდაპირველად სამკურნალოდ ბრალდებული ფსიქიატრიულში გაუშვა. 
 

მსგავსი სიახლეები