გაუწმენდავი გზები ქუთაისში - დიდთოვლობამ იმერეთში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა იმერეთში.
თითქმის 2 მეტრამდეა თოვლი იმერეთის მაღალმთიან სოფლებში. უამრავი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. გზები კი ქუთაისშიც კი ამ დრომდე გაუწმენდავია, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.
გაუწმენდავია მთელი ქალაქი, არც ერთი გრეიდერი ან დიდი მანქანა არ მუშაობს, ამიტომ უჭირთ მსუბუქ მანქანებს გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეფერხებით მოძრაობს. გარდა ამისა გაძვირდა ტაქსებიც. როგორც ჩანს არ ელოდნენ თოვლს და მოუმზადებელი შეხვდნენ", - ამბობს ქუთაისის მკვიდრი.
როგორც ირკვევა, სწორედ დიდთოვლობისა და რიკოთზე შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის გამო მგზავრები აეროპორტში დაგეგმილ რეისზე ერთი საათით ადრე ჩავიდნენ და კომპანია ვიზ ეარის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.