მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმაა - ექსპერტიზის დასკვნა

17.02.23 14:14
მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმაა - ექსპერტიზის დასკვნა

მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმაა - ვაკის პარკის შადრევანს ტრაგიკულად შეწირული 13 წლის მოზარდის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგადაა განვითარებული.

„მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.

მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს კი დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

მსგავსი სიახლეები