TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ 18 დეზინფორმაციული ანგარიში წაშალა

17.02.23 14:25
TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ 18 დეზინფორმაციული ანგარიში წაშალა

TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ 18 დეზინფორმაციული ანგარიში წაშალა - ამის შესახებ  ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დაბლოკილია18 ანგარიში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. 

დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში.

"ჩვენ შევაფასეთ, რომ ქსელი მოქმედებდა საქართველოდან და რომელთა სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორია იყო, ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსსა და უკრაინაში მცხოვრებლები. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები ავრცელებდნენ შინაარსს რუსულ ენაზე, არასანდო ანგარიშების გამოყენებით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ. აძლიერებენ პრორუსულ ნარატივს, რომელიც მიზნად ისახავდა დისკურსს უკრაინის ომის შესახებ" ,- ნათქვამია განცხადებაში. 

TikTok-ის ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა და სამიზნე აუდიტორია ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებლები იყვნენ. კომპანიამ მსგავსი 1 688 ანგარიში დაბლოკა, რომელთაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები