სოლიდარობა უკრაინას! - 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
24 თებერვალს დაანონსებულ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდები უკრაინის სოლიდარობის აქციას ახალგაზრდრები მსვლელობით შეურთდებიან.
მოძრაობა "ნაბიჯის" წევრები, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ასობით სტუდენტს აერთიანებს, იტყობინება, რომ შეკრების ადგილი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიი იქნება. ზუსტად 19:00 საათზეე კი მსვლელობას პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ.
სტუდენტები ფიქრობენ, რომ მათი ხმის გაგონება და საკუთარი სათქმელის ხმამაღლაა გაჟღერება ქვეყნის დასავლული მომავლისთვისსს არის მნიშვნელოვანი.
ვუერთდებით ეროვნულ მოძრაობას და მივიღებთ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში. მჯერა და ღრმად მწამს, რომ სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში საქართველოში. ერთადერთი რამ, რაც სტუდენტობას და ახალგაზრდობას აშინებს, არის საკუტარი მომავლის და პერსპექტივის დაკარგვა საკუთარ ქვეყანაში. მინდა დავაანონსო მსვლელობა 24 თებერვალს სარამოს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. მოვუწოდებ თითეულ სტუდენტს და თითოეულ ახალგაზრდას, რომ ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინას და ერთად დავცივათ საქართველოს მომავალი, - განაცხადას სტუდენტებმა.