კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მგზავრებმა უნდა გადაიხადონ გაცდენილი ფრენის საფასური - ქუთაისის აეროპორტი

17.02.23 16:03
კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მგზავრებმა უნდა გადაიხადონ გაცდენილი ფრენის საფასური - ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში მიტოვებული ადამიანები დახმარებას ითხოვს. 87 მგზავრი ამ დრომდეე აეროპორტის ადმინისტრაციისგან განმარტებების მოლოდინშია. ქუტაისის აეროპორტის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება "ვიზიარმა" მიიღო და მგზავრებმა უნდა გადაიხადონ გაცდენილი ფრენის საფასური.

გადაწყვეტილება მიღებულია კომპანიის მიერ. მგზავრებმა უნდა გადაიხადონ გაცდენილი ფრენის საფასური, რომელიც მიახოებით 300 ლარს შეადგენს, ამის შემდეგ შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ფრენა, ნებისმიერ თარიღზე, სადაც, რა თქმა უნდა, ადგილები იქნება თავისუფალი", - ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი", - ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი

მგზავრები კი ამბობენ, რომ სულ რამდენიმე წუთით დაუგვიანდათ აეროპორტში მისვლა. 

დაგვაგვიანდა ჩამოსვლა რამდენიმე წუთით, ჩვენს წინა ავტობუსებს არ დაუგვიანითა, თუმცა ყველას ერთი ბედი გვერგო და 87 მგზავრი დავრჩით ქუთაისის აეროპორტში. ორი მცირეწლოვანი ბავშვით ვარ -4 და 5 წლისები. იმედი არსაიდან არ ჩანს და არ ვიცი რა იქნება", - ამბობს მგზავრი. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

 

მსგავსი სიახლეები