ტიკ-ტოკმა ქართული ანგარიშები დაბლოკა - სპეციალისტები კრემლის ხელწერაზე საუბრობენ
ტიკ-ტოკმა ქართული ანგარიშები დაბლოკა - ადამიანები, რომლებიც სწავლობენ არაავთენტური ანგარიშების ქმედებებს, "პირველებთან" ამბობენ, რომ ეს არის ზუსტად კრემლის ხელწერა.
სპეციალისტები ამბობნე, რომ ისინი ქმნიან ქსელებს სხვა ქვეყნებში და იყენებენ სულ სხვა ქვეყების სამიზნე აუდიტორიაში.
როგორც წესი, ეს არის ხოლმე სწორედ რუსეთის ხელწერა. ეს არა მხოლოდ TikTok-ის პლატფორმაზე ხდება დ ა მომხდარა, არამედ სხვა სოციალური ქსელის პლატფორმაზეც. შირად ხდება, რომ რუსეთი და მისი ეს დეზინფორმაციული მანქანა ახერხებს, რომ მოკავშირეები გაიჩინონ სხვადასხვა ქვეყანაში და შემდეგ იმ ქვეყნებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებში იქონიოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. რაც TikTok-მა გვითხრა არის ის, რომ გეოგრაფიული ლოკაცია ამ შემთხვევაში იყო საქართველო და აქედან იმართებოდა. ერთი წელია, რაც რუსეთი ცდილობს რომ საკუთარი მტრული მიზნები განახორციელოს უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომაც მათ ამ კონტექსტში სჭირდებათ საინფორმაციო ომში წინსვლა", - ამბობს დარგის სპეციოალისტი.
TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ 18 დეზინფორმაციული ანგარიში წაშალა - ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
დაბლოკილია18 ანგარიში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა.
დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში.