ივანიშვილის გაძლიერებას ხელი მეც შევუწყვე - გახარიას პოლიტიკური აღსარება

17.02.23 20:01
ივანიშვილის გაძლიერებას ხელი მეც შევუწყვე - გახარიას პოლიტიკური აღსარება

აღსარება გადადგომიდან ორი წლისთავზე -  ექსპრემიერმინისტრმა, დღეს, ფაქტობრივად, სინანულის ეპისტოლე გამოაქვეყნა. "ოცნების" მთავარი საზრუნავი ივანიშვილის ფულის დაცვაა, - თქვა გახარიამ, რომელმაც პირველად აღიარა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს ოლიგარქს თვითონაც უწყობდა. 

გახარია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი მარიონეტია, ისევე, როგორც მთავრობა და  საპარლამენტო გუნდი. "ოცნებიდან" დემარშით  წასულმა  ექსპრემიერმა, ფაქტობრივად, ივანიშვილის პოლიტიკური ბრალი წაიკითხა და ქვეყნის არაფორმალური  მმართველი საქართველოს ევროპული მომავლის მკვლელობაში დაადანაშაულა.

ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა, ეს არის ქართველი ხალხი - თქვა გახარიამ.

კიდევ რა თქვა "საქართველოსთვის" ლიდერმა ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები