ტროლების ქარხანა ოკუპანტების სამსახურში - "ტიკ ტოკმა" საქართველოდან უკრაინის ომზე დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა
"ტიკ ტოკმა" საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა. ყველაზე პოპულარულმა გასართობმა პლატფორმამ დაბლოკა ე.წ ბოტები, რომლებიც თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ და ომში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ რუსულ პროპაგანდას ავრცელებდნე, ამზადებდნენ ყალბ ვიდეოებს უკრაინის ომზე. ფაქტმა ცხადყო, რომ ტროლების ქარხანა ჩვენი ქვეყნიდან ოკუპანტის პროპაგანდას ემსახურებოდა.
საუბარია 20-მდე ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასზე მეტი იყო. ირკვევა, რომ ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო გათვლილი. კრემლის მსახურები ტიკ-ტოკში ავრცელებდნენ ნარატივს, რომ უკრაინა ომში მარცხდება და რუსეთის წარმატება გარდაუვალია.
ოკუპანტი ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს მის უძლეველობაში.
უფრო ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.