ზუგდიდის გუბერნიას ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრა 3 ათასი ლარი დაუჯდა
ასაწონი ნამცხვარი, შოკოლადი, ქლიავის ჩირი, კურაგა, ჩურჩხელა და ,,სანდორას" წვენი - ამ პროდუქტებით სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, გაუმასპინძლდა.
ინფორმაცია და სპეციალური დოკუმენტები დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლელა ქებურიამ გაასაჯაროვა.
მისი თქმით, ყველა ხელშეკრულებას ხელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მალხაზ თორია, აწერს და პროდუქტების ჯამური ღირებულება სამი ათას ლარამდე მერყეობს.
ზუგდიდში დღეს ირაკლი ქარსელაძემ ზუგდიდში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა.