შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ - ამირან გამყრელიძემ დუმილი დაარღვია

18.02.23 10:35
შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ - ამირან გამყრელიძემ დუმილი დაარღვია

ამირან გამყრელიძემ დუმილი დაარღვია. ქვეყნის ნომერ პირველი ეპიდემიოლოგი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დასამალი აღარაფერი აქვს და ადასტურებს კრიტიკული წერილის შინაარსაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თამარ გაბუნიას მისწერა და ფაქტობრივად, ჯანდაცვის სამინისტრო დისკრედიტაციაში ამხილა. 

როგორც გამყრელიძე წერდა, თანამშრომლებს მასთან კომუნიკაციას უკრძალავდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილიი ხელმძღვანელიი უპასუხოდ ტოვებს მთავარ კითხვას - რატომ წავიდა თანამდებობიდან.

ჯერ არ არის იმის დრო, რომ მე ყველაფერი გულახდილად გითხრათ. დასამალი არ არის, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ. ძალიან კარგი გუნდია და ჩემს თანამშრომლებს უნდათ, რომ მე გარკვეულწილად გავწიო ხოლმე და ამაზე უარია, ესაა საწყენი. ხემდგომი ჯანდაცვის სამინისტროა, ალბათ გარკვეული ინსტრუქცია არის იქიდან, - ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები