დიდთოვლობა შიდა ქართლში - რწმუნებულის თქმით, მიმიდნარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები
შიდა ქართლში გზები იწმინდება. ოთხივე მუნიციპალიტეტში ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე.
შიდა ქართლის რწმუნებულის განცხადებით, გზები იწმინდება მაღალმთიან სოფლებშიც. ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის. თოვლის საფარი ზოგიერთ სოფელში სამ მეტრს აღწევს.
საქართველოში მოვიდა ნალექი თოვლის სახით, შიდა ქართლის ტერიტორიაზეც, არაერთ რაიონში შეგვექმნა გადაადგილების პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტმა თავიდანვე მიიღო ზომები, შესაბამისად, ამ ეტაპზე გზებზე გამოყვანილია ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი, გაწმენდილია ცენტრალური გზები, გზაჯვარედინები და ახლა მიმდინარეობს მეორეხარისხოვანი გზების გაწმენა, როგორებიცაა სოფლების დამაკავშირებელი და სოფლის გზები, - აცხადებს მიხეილ შაყულაშვილი.