„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სასამართლოს სარჩელით მიმართავს

18.02.23 12:23
„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სასამართლოს სარჩელით მიმართავს

„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.  იურისტები უკანონოდ მიიჩნევენ ბიზნესასოციაციის მიერ ინიცირებულ სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რეგულაციებზე კანონის მიღების გადავადებას.

ასოციაციაშიი მიაჩნიათ, რომ კანონის გადავადებით ირღვევა პიროვნების ფუნდამენტური და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები. ირღვევა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულბებიც. 

 იურისტთა გაერთიანება საკონსტიტუციო სარჩელით მიმართავს სასამართლოსაც. მთავარი მოთხოვნა კი რეგულაციების დროულად ამოქმედება იქნება.

2024 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სახანძრო-სამაშველო სისტემის გამართვის შესახებ შენობის უზრუნველყოფის წინაპირობები, აქედან გამოდინარე, ჩვენი ასოციაცია ,,მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“  დაინტერესდა ზოგადად ამ დადგენილების შეჩერების მთავარი გამომწვევი წინაპირობა რა იყო. თუ არ იქნება ადამიანების სიცოცხლე იმ ნორმით რეგულირებული, რომელი ნორმაც სრულყოფილად კონსტიტუციით დაცულ სიცოცხლის უფლებასაც კი განსაზღვრავს, ჩვენ ვერანაირ ბიზნესსა და ვერანაირ კეთილმოწყობილ გარემო-პირობას სახელმწიფოში ვერ შექვმნით", -ამბობს  „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის" წევრი. 

მსგავსი სიახლეები