საზარელი ფაქტი შიდა ქართლში - 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, 31 წლის მამაკაცმა გააუპატიურა

18.02.23 12:56
საზარელი ფაქტი შიდა ქართლში - 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, 31 წლის მამაკაცმა გააუპატიურა

სექსუალური ძალადობა 17 წლის გოგოზე. განსასჯელის სკამზე ზის 31 წლის მამაკაცი.

როგორც ირკვევა, კაცმა მოზარდს მანქანა გაუჩერა, შეთავაზა მისთის სასურველ ლოკაციაზე მიყვანა და სავარაუდოდ, მის მანქანაში გააუპატიურა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.

საქმეს გორის რაიონული სასამართლო უკვე განიხილავს. გაიმართა წინა სასამართლო სხდომააც. დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

"ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ვინაიდან არ ჩაუდენია. მტკიცებულებებით ნამდვილად არ დასტურდება არანაირად. დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა. საქმეშიც არ არის რაიმე სახის მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ბრალდება  უსაფუძვლოა". - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

პროკურატურა 31 წლის მამაკაცისთვის მისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს. 

ბრალდებულს ბრალი აქვს წარდგენილი 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. მას აღკვეთს ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეცა. შესაბამისად საქმეზე არსებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ბუნებრივია, სასამართლო შეაფასებს შესაბამისი წესით და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მე კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ საქმესთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ეს კაცი არის ბრალდებულის სტატუსით". - ამბობს პროკურატურა.

მსგავსი სიახლეები