არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე
კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ საააშვილის მდგომარეობას მართავენ, თუმცა აღარ პასუხობს კითხვას, როგორია ახლა საკნადქცეულ პალატაში მოთავსებული პატიმარი პაციენტის მდგომაროება.
იმდენად არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ, რომ მე ახლა ქალბატონი გიულის ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რას ნიშნავს ორგანოების ჩამოშლა. ქალბატონი გიულის საქმეა, შეუძლია, რაც უნდა ის განაცხადოს. არაფრის ჩამოშლა არ არის, ეს შემიძლია გითხრათ, -ზურაბ ჩხაიძე
"ცუდად ვარ, ორგანოები მეშლება" - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები დღეს პალატიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიმა ჟურნალისტებს უთხრა.