უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრაილერი ამოტრიალდა - დაშავებულია მძღოლი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრაილერი ამოტრიალდა. დაშავებულია მძღოლი.
სატვრითო, სავარაუდოდ სწრაფი სიჩქარით მოძრაობდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
დაშავებული მძღოლი "პირველების" ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე, ამ წუთებშიც სამართალდამცველები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.