19 წლის ბიძამ შვიდი წლის დიშვილი გააუპატიურა - აღმოჩნდება თუ არა გისოსებს მიღმა მსხვერპლის დედა?

18.02.23 21:41
19 წლის ბიძამ შვიდი წლის დიშვილი გააუპატიურა - აღმოჩნდება თუ არა გისოსებს მიღმა მსხვერპლის დედა?

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - შვიდი წლის დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის წვევამდელია დაკავებული. 

მეორე კლასის მოსწავლე, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, პოლიციას შემზარავ დეტალებს უყვება, ამბობს, რომ ბიძამ 2023 წლის 22 იანვარს გააუპატიურა. 

მეორე დღეს, ბიჭი დედასთან მივიდა, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს არავინ დაუჯერა. გამოდის რომ, 35 წლის ქალმა შვილზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა ძმის წინააღმდეგ პოლიციას არ მიმართა​.

ოჯახმა ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებს  დააბრალა, 22 იანვრის ღამეს მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ მას სახლში ლაპარაკიც კი აუკრაძალეს - საბოლოოდ,  შოკის მომგვრელი ამბავი მოზარდმა 31 იანვარს სკოლაში მანდატურს უთხრა.

სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციამს მიმართა. იმავე დღეს 19 წლის წვევამდელს ხელბორკილები დაადეს. 

აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ახლაც მშობლებთან ცხოვრობს, რომლებიც არ უჯერებენ და ცრუ დასმენაში ადანაშაულებენ.

ის, რასაც ოჯახი ბავშვის ფანტაზიად ასაღებს თავად ბრალდებულმაც  კი არ უარყო. პროკურორი "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 7 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დისშვილის გაუპატიურება დაკავებულმა ჯარისკაცმა აღიარა. მისი ჩვენება ვიდეო მტკიცებულების სახით საქმეში დევს.

გარდა ამისა საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნებიც, ნაწილს გამოძიება ახლაც ელოდება.

ამის პარალელურად, არასრუწლოვანი ოჯახის მხრიდან სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობს, თუმცა მისი განრდება არ მოხმდარა, არადა წესით სოციალურ მუშაკებს ბავშვი თავშესაფარში, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გადაეყვანათ. 

დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცი ციხეშია, თუმცა პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ გისოსებს მიღმა შესაძლოა, ბავშვის მშობლები და  სხვა ოჯახის წევრებიც აღმოჩდნენ.

გამოძიებას ეჭვი აქვს რომ, გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია, ოჯახს ჰქონდა, თუმცა მოძალადე კაცს ხელს აფარებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები