უბედური შემთხვევა ქუთაისში - ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა
უბედური შემთხვევა ქუთაისში - ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.
როგორც 14 სართულიანი კორპუსის მობინადრეები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.