ვაკის პარკის შადრევნის საქმე - დაკავებულების ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

19.02.23 12:04
ვაკის პარკის შადრევნის საქმე - დაკავებულების ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ხელს უშლით და ბრალდებულებს ეფექტურად ვერ იცავენ.

ინტერესები დამცველები ირწმუნებიან, რომ პროკურატურა ახლა საზოგადოების აზრის ფორმირებას ცდილობს. ისინი "პირველებთან" ამბობენ, რომ საქმეში ბევრი კითხვებია, განსაკუთრებით კი ტრაგედიის წინა დღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაქრობასთან დაკავშირებით. გამქრალია 3 საათიანი მონაკვეთი, რომელიც, შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ იქ არანაირი დარღვევა არ არსებობდა.

ადვოკატები ასევე მნიშვნელოვნად ექსპერტიზის დასკვნებ მიიჩნევენ, რომელიც უნდა ჩატარდეს.

"გრინსერვისმა" შადრევნის საჭირო მოწყობილობები, ტექნიკა, შეიძინა ერთ-ერთ ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და სამი თვე იმუშავა ამ შადრევანმა. 4 თვიანი გამოძიების დროს გამოძიებამ არ დაადგინა, არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია და ამის გარეშე გამოძიება ვერ იქნებოდა ობიექტური. პროკურატურის განცხადებაშივე აღნიშნულია, ბოლო წინადადებაში, რომ საინჟნრო ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას არ აქვს ჩატარებული. ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ სამუშაოების შესრულების დროს რაიმე დაზიანება მომხდარიყო ობიექტზე. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რომელსაც ძირითადად, ეყრდნობა ბრალდება ამ დრომდე, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით,  - ამბობს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორი დღის წინ "გრინსერვის პლუსის" დირექტორსა და "მშენექსპერტიის" ხელმძღვანელს ბრალი დაუმძიმეს. . მათ ახლააა უხარიხხოოდ შესრულებულ სამუშაოებს და ყალბი დასკვნის მომზადებასაც ედავებინა.

ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ  ბრალის დამძიმება მტკიცებულებების გადაგზავნიის ბოლო დღეს დაემთხვა. 

მსგავსი სიახლეები