ყვიროდნენ, "გვიშველეთო" და ვერ ვშველოდით - რა მოხდა ქუთაისში, სადაც ლიფტი ჩავარდა

19.02.23 11:47
ყვიროდნენ, "გვიშველეთო" და ვერ ვშველოდით - რა მოხდა ქუთაისში, სადაც ლიფტი ჩავარდა

ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მოსახლეობას, სადაც გუშინ ლიფტი ჩავარდა, მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათ თქმით, ლიფტის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 1 წლის წინ ჩატარდა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში შემოწმებაზე არავინ მისულა. ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ბოლო დროის განმავლობაში ლიფტი ავარიულად რამდენჯერმე გაჩერდა.

კორპუსის მცხოვრებლები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ ვიდრე შესაბამისი უწყებები ლიფტს არ შეამოწმებენ და არ დადგენენ, რომ ის უსაფრთხოა, მისით ვერ ისარგლებენ. 

როგორ მეშველა ხალხისთვის არ ვიცოდი. ყვიროდნენ, "გვიშველეთ, გვიშველეთო" და მთელი ხალხი თავზე მახტებოდა, მორბოდნენ და ვერ ვშველოდი, დაკეტილია ჰერმეტულად, რას უზამ? ტრიალებდა ის "კარობკა" შიგნიდან და დაჟეჟილები არიან, - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

კორპუსის ლიფტი ცხრა აპრილის ქუჩაზე გუშნ მოწყდა. კაბინაში ასაკოვანი ქალი მცირეწლოვან შვილიშვილტან ერთად იმყოფებოდა. ლიფტი, საბედნიეროდ, მე-4 სართულზე გაიჭედა.

მრავალსართულიან კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ქუთაისში ლიფტიიი ჩავარდააა... მეთორმეტეე სართულიდააან ჩამოწყვეტილიი კაბინააა მეოეთხეეე სართულზეეე გაიჭედააა... ლიფტშიი ორი ადამიანი იმყოფებოდაა. მათ შორის ერთი ბავშვიააა.. ხრა აპრილის ქუჩიის მოსახლოება იტყობინება როოომ ლიფტიი ერთი წლის წინ დაამონტაჟესსსს დააა ავარიული არ ყოფილააა.... რა მოხდააა რა ვერისებზე სუბრობს მოსახლეობაააა  ///
მარიამ მაკასარაშილი გვეტყვის

მსგავსი სიახლეები