"სამართალი კურიერებს" - "ვოლტის" ასობით თანამშრომელი ისევ ქუჩაში გადის

19.02.23 12:08
 "სამართალი კურიერებს" - "ვოლტის" ასობით თანამშრომელი ისევ ქუჩაში გადის

კურიერების პროტესტი გრძელდება.  "ვოლტის" ასობით თანამშრომელი დღეს ისევ ქუჩაში გადის.  აქცია სახელწოდებით "სამართალი კურიერებს"  თბილისის დროით ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი "ვოლიის ოფისი" იქნება.

კურიერებს ოთხ პუნტქტიანი გეგმა აქვთ მომზადებული. ითხოვენ შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და  კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

 საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანებიც.