"ფეხს არ მოვიცვლით'" - "საირმის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

19.02.23 14:06
"ფეხს არ მოვიცვლით'" - "საირმის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

უკვე მე-7 დღეა კომპანია "საირმეს" თანამშრომლები დაბალ ხელფასებს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. 40 ადამიანი შრომის ანაზღაურების 30%-ით გაზრდას ითხოვს.

გაფიცულები  მინერალური წყლისკომპანიის ხელმძღვანელობას შანტაჟსა და მუქარაშიც ამხელენ. დასაქმებულებს აქვთ ინფორმაცია, რომ "საირმეს" ქარხანაში უცხოელების დასაქმებას გეგმავენ, ამიტომ ადგილობრივი კადრების მოშორებას კომპანია გაუსაძლისი შრომითი პირობების შექმნით ცდილობს. 

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიაში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული არ არის. ასევე, ამტკიცებენ, რომ ქარხანაში გათბობა-გაგრილების სისტემა არ აქვთ. 

დღეს არის გაფიცვის მე-7 დღე. მიუხედავად იმისა, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობებია და , ფაქტობრივად, გარე სამყაროს მოწყვეტილები ვართ, ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენი, დასაქმებულების მოტხოვნაა, რომ გვქონდეს ღირსეული ანაზღაურება, უსაფრთხო შრომითი უფლება, მოაგვაროს დამსაქმებელმა ანტისანიტარია და ასევე, ყოველი გაფიცული დღე, ეს არის დამსაქმებლის ბრალეულობა და უნდა აანაზღაუროს, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. 

გაფიცული თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

 

მსგავსი სიახლეები