აქცია თბილისში - "ვოლტის" კურიერები "საირმეს" გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ

19.02.23 15:14
აქცია თბილისში - "ვოლტის" კურიერები  "საირმეს" გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ

ამ წუთებში აბაშიძეზე "ვოლტის" კურიერები არიან შეკრებილები. მოქალაქეები 
ღირსეულ სამუშაო პირობებს და ტარიფის ზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების სურვილია ასევე,  "ვოლტის" დირექტორმა თანამდებობა დატოვოს. ისინი მმარრთველს კურიერები  ანტი-კონსტიტუციურ დევნასა და შევიწროვებაში ამხელენ.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ დაანონსეს, რომ მთაწმინდაზე, საირმის წყლის თბილისის ოფისთან გადაინაცვლებენ და კომპანია "საირმეს" გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

პროტესტის მონაწილეები ასევე, ამბობენ, რომ "ვოლტის" ადმინისტრაცია მათ მცირე ჯგუფებთან შეხვედრას სთავაზობს. 

ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს კოლექტიური შეხვედრა, სადაც გვერდზე გვიდგას ბევრი ორგანიზაცია. ისინი გვეუბნებიან, რომ ავიდეთ 20-20 კაცი და ისე მოვგვარდეთ, მაგრამ ამ დათმობაზე ჩვენ არ წავალთ, იმიტომ, რომ აქამდე ყოფილა ბევრჯერ ამდაგვარი შეხვედრა და შედეგი იყო ნული. ჩვენი აქცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ნელ-ბელა დავააფდეითებთ ინფოს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

დარღვეული უფლებების შესახებ "ვოლტის" თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო დამცველის აპარატსაც.  

მსგავსი სიახლეები