სააკაშვილის მდგომარეობა 4 დეკემბრის შემდეგ გაუარესებულია - თენგიზ წულაძე

19.02.23 16:07
სააკაშვილის მდგომარეობა 4 დეკემბრის შემდეგ გაუარესებულია -  თენგიზ წულაძე

სააკაშვილის მდგომარეობა 4 დეკემბრის შემდეგ გაუარესებულია, - ამის შესახებ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა. მედიკოსი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კოსნილიუმის ექიმები ერთმანეთთან შეჯერდებიან. 

ამ წუთში მისი მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია. გაუარესება გამოიხატება წონაში მეტად კლების, კუნთების მასის კიდევ უფრო მეტად შემცირებით. დეტალურად ვერ ვისაუბრებებ, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უდნა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა ცალსახად გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო, - თქვა წულაძემ.  

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მისი თხოვნის საფუძველზე მოინახულა.  

მსგავსი სიახლეები