დიდთოვლობის გამო გურიაში ჭირისუფალი მიცვალებულთან ვერ მიდის
გურიაში ჭირისუფალი მიცვალებულთან ვერ მიდის. მიზეზი უხვი ნალექი და გაუწმენდავი გზაა.
ირკვევა, რომ მარტოხელა კაცი შველას სამი დღე ითხოვდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო ოჯახმა და ექიმებმა ავადმყოფის დახმარება ვერ შეძლეს.
ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი არაერთი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა. მეტიც, ლალი ბარამიძემ ჩოხატაურის მერს სოციალურ ქსელშიც მისწერა და სთხოვა, რომ როგორმე მომაკვდავ მამასტან მისვლაში დახმარებოდა, თუმცა მერმა პასუხი არ გასცა.
ოთხაშაბათს ჩამოვედი ბათუმიდან და მას სემდეგ ვარ ჩოხატაურში, დღემდე ვერ ავედი სურებში, რომ ჩემი მამა მენახა. რა გავაკეთო არ ვიცი. ამათ მივმართე მე, ჩემი სახსრებით გზა გაგვიწმინდეთო. ვუკავშირდები ყველას და ვთხოვ, რომ გაეწმინდათ გზა, რომ მამაჩემთან ავსულიყავი, - ამბობს ჭირისუფალი.
ჩოატაურის მერი დავით შარაშიძე კი ირწმუნება, რომ ოჯახის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.
დამიკავშირდა გუშინ ოჯახი და მე ვუთხარი, რომ თუკი რაიმე საჭირო იქნება, წამალი, ექიმების მიყვანა, გადაადგილება, მე დაგეხმარებით ჩემი სახსრებით თქო და მე მზად ვიყავი ამისთვის
მერი ინფორმაციით, დღის ბოლომდე გზის გაწმენდა მოხერხდება და ჭირისუფალი ადგილამდე მისვლას შეძლებს.