ძარცვა "კანონიერი ქურდების" ხელმძღვანელობით - ესპანეთში 25 ქართველი დააკავეს (ვიდეო)

20.02.23 10:49
ძარცვა "კანონიერი ქურდების" ხელმძღვანელობით - ესპანეთში 25 ქართველი დააკავეს (ვიდეო)

ძარცვა "კანონიერი ქურდების" ხელმძღვანელობით -  მადრიდში ადგილობრივმა პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა.

ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია 7 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა და ამოღებულია 32 ძვირადღირებული საათი, 259 ძვირადღირებული სამკაული - კულონი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები, 79 ელექტრონული მოწყობილობა - მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და მუსიკალური ინსტრუმენტები. 

პოლიცია, ამ დროისთვის 14 ბინის ძარცვის შესახებ საუბრობს. არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. 

 

მსგავსი სიახლეები