პროკურატურა ესებუასთვის ხმის, სუნის და ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს - სასამართლო გადაიდო
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო - "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული კაცი ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ პროკურატურამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბადრი ესებუას "სუნის და ხმის ნიმუში აუღონ". ბრალდების მხარე მის შედარებას “საქართველოს ბანკში” ამოღებულ ნიმუშებსთან გეგმავს.
პროკურორ მირანდა წერეთელის თქმით, ადრე არსებული ჩანაწერების მეშვეობით ხმის ნიმუშები შედარებულია და იდენტიფიცირებულია ესებუას ხმა, თუმცა რადგან ბრალდებული უკვე დაკავებულია, უმჯობესია უშუალოდ მისგან მოხდეს ხმის ნიმუშის აღება.
ამასტან ბრალების მხარემ ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაც დააყენა.
სასამართლოს დღეს უნდა მძევლები უნდა გამეკითხა, თუმცა მათ ორ დღეში, 11:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოკითხავენ.